ევროკომისია ევროკავშირის ფონდებიდან პოლონეთისთვის 137 მილიარდი ევროს განბლოკვას გეგმავს

ევროკომისია ევროკავშირის ფონდებიდან პოლონეთისთვის 137 მილიარდი ევროს განბლოკვას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კარგი ამბები მაქვს: შემდეგ კვირას ევროკომისია ორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპულ ფონდებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა დაბლოკილია პოლონეთისთვის. ეს გადაწყვეტილებები პოლონეთისთვის 137 მილიარდ ევრომდე გამოათავისუფლებს. საუბარია ერთიანობის ფონდიდან სახსრებზე და “ევროკავშირის მომავალი თაობა” გეგმის სახსრებზე”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

აღნიშნული სახსრების განბლოკვას ევროკომისია პოლონეთში კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების აუცილებლობას უკავშირებდა, რომელთა რეალიზაციაც ბრიუსელმა ახლა ეფექტიანად ჩათვალა.

„ეს მნიშვნელოვანი დღეა ყველა ჩვენგანისთვის. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პირველივე დღეებიდან მიზანი მდგომარეობდა, მათ შორის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების აღდგენაში”, - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, განბლოკილი სახსრები მცირე და საშუალო სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლების მხარდაჭერაზე იქნება მიმართული.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია