მიხეილ სარჯველაძე - მოსამართლეთა უმრავლესობა კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს - მათი ავკარგიანობის რევიზია დამოუკიდებლობის ხარისხს დააკნინებს

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სასამართლო ხელისუფლებაში მოსამართლეთა უმრავლესობა თავისი კვალიფიკაციით, კეთილსინდისიერებით და ყველა მახასიათებლით მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს - მათი ავკარგიანობის რევიზია მათი დამოუკიდებლობის ხარისხს დააკნინებს, - ასეთია დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის პოზიცია ე.წ. ვეტინგის მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

სარჯველაძის თქმით, თუ სასამართლო სისტემაში რაიმე პრობლემა არსებობს, მასზე საუბარი სისტემაში ისეთი „ქირურგიული ჩარევის" გარეშე უნდა მოხდეს, რა ინიციტივითაც ოპოზიცია გამოდის.

„ვინც სასამართლო სისტემაში "ვეტინგის" მექანიზის შემოღებას ითხოვს, ისაუბრონ, რა განაპირობებს მათ ასეთ დამოკიდებულებას.

ვინმეს შეიძლება სასამართლო ხელისუფლების ნდობის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, რაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მზარდიც არის. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უნდობლობის არსებობა ავტომატურად ასეთი მოთხოვნების წამოყენების უფლებას არ ქმნის. აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს უზარმაზარი რისკის გაჩენას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით - სასამართლო ხელისუფლების ავტონომიურიბის მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ვერც ერთ შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლების კომპოზიციაში ვერ უნდა ერეოდეს ან იმდენად მინიმიზირებული იყოს, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას გადამწყვეტი ხმის უფლება არ ჰქონდეს.

ერთგვარი სატყუარაა შთაბეჭდილების შექმნა, რომ ვეტინგს არა პილიტიკოსები, არამედ დამოუკიდებელი ექსპერტები განახორციელებელ - უკეთესს შემთხვევაში, ეს არის შეცდომა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე