ანონსი  24 თებერვალი

24 თებერვალს, 11:30 საათზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე, "მედიახმა" 2024 წლის „ისტორიის მცველებს“ დააჯილდოებს.

მის: თბილისი, აღმაშენებლის 44 (Radisson Red, UNICA დარბაზი)

24 თებერვალს, 14:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე: „ოფთალმოლოგიური დაავადებების თანამედროვე მკურნალობა და მიდგომები“.

მის: ბათუმი, რუსთაველის გამზ. #28

საკონტაქტო პირი: მაია ტაკაშვილი 577 24 40 85

24 თებერვალს, 14:00 საათზე, ანა დოლიძე და მისი გუნდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, „ორბელიანების სასახლეში“ შეხვდება.

მის : ათონელის 25

საკონტაქტო: გიორგი დოგრაშვილი 591 19 19 80

24 თებერვალს, 14:00 საათზე, მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციასთან რიგგარეშე საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით აქცია გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის გამზ. 49ა

საკონტაქტო პირი: ლაზარე კომახიძე - 598212310

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია