პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტმა NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დელეგაციის ხელმძღვანელმა, შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა, რომ NDI-ის მისია წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ადრეულ ფაზაში იწყებს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებისათვის.

„შეხვედრისას საუბარი შეეხო შემოდგომით დაგეგმილ არჩევნებში დიასპორის მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეძლონ საკუთარი საარჩევნო უფლების რეალიზება.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთისგან მომდინარე შესაძლო ჰიბრიდულ საფრთხეებზე.

არჩევნების პროცესზე საუბრისას განიხილეს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერების საკითხი და ის დაბრკოლებები, რომლებსაც ქალები ამ პროცესში აწყდებიან.

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქარტიის შექმნის თაობაზე მისი ინიციატივის შესახებ, რომლის მიზანიც ევროპულ მომავალსა და ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე თანხმობის მიღწევაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია