დავით უსუფაშვილი - სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებით, ერთი საათი ვისაუბრეთ და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან გამოყენებული არ ყოფილა - პრეზიდენტს საინტერესო ხედვა აქვს

[სალომე ზურაბიშვილთან] დაახლოებით, ერთი საათი ვისაუბრეთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან ერთი ამ საათის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა, აქ საუბარია სახელმწიფოებრივ საკითხებზე და არა პოლიტიკური პარტიების ტაქტიკურ ცვლილებებზე, თუ მოვლენებზე, რაც პარტიების გადასაწყვეტია და არა პრეზიდენტის, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პრეზიდენტს საინტერესო ხედვები აქვს.

„პრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოს უახლოეს მომავალს, რაც სწრაფ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება, რათა ევროპულ სისტემაში გაერთიანება მოვახდინოთ. ამისთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაა აუცილებელი. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არ არის, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურია, ევალება და აქვს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეები, თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობის რწმენა გააძლიეროს. საქართველოში ხელისუფლების წყარო კვლავ უნდა გახდეს ხალხი, დასაყრდენი ხალხი უნდა იყოს, პრეზიდენტს ამის ბერკეტები აქვს. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, რა შეიძლება გაკეთდეს დღეიდან არჩევნებამდე იმისთვის, რომ ქვეყნის თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს, რადგან ევროპული ინტეგრაცია თავისუფალ საქართველოს ნიშნავს. ამ საკითხში ურთიერთგაგება გვაქვს და თანამშრომლობა იქნება. პრეზიდენტს აქვს საინტერესო ხედვა, მან ამაზე ნაწილობრივ პარლამენტში ყოფნისას ისაუბრა - გარკვეული პლატფორმის შექმნაზე, დეტალებზე თავად ისაუბრებს, როცა ჩამოყალიბდება ამ ყველაფერზე, მაგრამ ის, რაც მოვისმინე, საკმაოდ საინტერესოა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„სასამართლო სისტემაში ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს, ამას ჭირდება შველა, პირველ რიგში, საჭიროა, მოსამართლეების გათავისუფლება იმ წნეხისგან, რომელიც არის, ეს მოხერხდება ისეთი ხელისუფლების მოსვლით, რომელიც მოსამართლეთა თავისუფლების ქარტიას გამოაცხადებს, ეს მოგვცემს შემდეგი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას სასამართლო სისტემაში. ინდივიდუალურმა მოსამართლეებმა უნდა დაინახონ, რომ მათ აღარ ჰყავთ მიჩენილი მაკონტროლებლები, რომლებიც პოლიტიკური ცენტრიდან იმართებიან - მთავრობიდან და პროკურატურიდან, პირველ რიგში, ესაა გასასწორებელი და შემდეგ შევთანხმდებით კოლეგებთან, ვისთანაც ეს საჭირო იქნება, კონკრეტულ სხვა ნაბიჯებზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო