ანონსი  25 თებერვალი

25 თებერვალს, 10:30 საათზე, გამარჯვების კოალიცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, ენმ-ის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები პაატა მანჯგალაძე, სერგო ჩიხლაძე და ლაშა დიაროვი, კოჯორში იუნკერთა მემორიალთან მივლენ.

საკ: ირაკლი ფავლენიშვილი 596 120 554

25 თებერვალს, 15:00 საათზე,ეროვნულ-დემოკრატიულიინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგად პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოს შეაფასებს და საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებს გასცემს.

საკ.: 593 788330

25 თებერვალს, 19:00 საათზე, კლუბში „ხიდი“, ლაზარე გრიგორიადისის საქმის მასალებზე დაყრდნობით შექმნილი სასამართლო დრამის "ლაზარეს 12 მსაჯულის" პრემიერა გაიმართება.

22:00 საათზე, ფილმის პრემიერის დასრულების შემდეგ, ლაზარეს მხარდამჭერი კონცერტი დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია