იტალიის პრემიერ-მინისტრი - „მშვიდობისა“ და „კაპიტულაციის“ ერთმანეთში არევა ფარისევლურია

„მშვიდობისა“ და „კაპიტულაციის“ ერთმანეთში არევა ფარისევლურია, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელონის განცხადება უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას მოყვა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ვალდებულებებს საზღვრავს, რომლებიც იტალიამ “დიდი შვიდეულის” სხვა წევრებთან ერთად გასული წლის ივლისში ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე აიღო.

„უკრაინის მხარდაჭერას ვაგრძელებთ იმაში, რასაც ყოველთვის, როგორც იცით, ერის თავდაცვის სამართლიან უფლებად ვთვლიდი. ეს აუცილებლად ითვალისწინებს სამხედრო დახმარებასაც, ვინაიდან ფართოდ გამოყენება სიტყვა „მშვიდობის", როგორც ამას შვრებიან, „კაპიტულაციასთან“ არევა - ეს ფარისევლური მიდგომაა, რომელსაც არასდროს გავიზიარებთ“, - განაცხადა მელონიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება უკრაინისთვის ასეთი დახმარების სისტემატიზების საშუალებას იძლევა.

მელონის თქმით, საჭიროა ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც დაეხმარება უკრაინას “მომავალს შეხედოს - სამრეწველო დარგში, ენერგეტიკულ სფეროში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სფეროში” და ასევე ჰუმანიტარულ დახმარებასაც ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს