შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის დაბადების დღეს აღნიშნავენ

შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის დაბადების დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

„დღეს შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის (მუჰამად იბნ ალ-ჰასან ალ-მაჰდი) დაბადების დღეს აღნიშნავენ. შიიტური მიმდინარეობის მიხედვით, იმამ მაჰდი წინასწარმეტყველ მუჰამედის უკანასკნელი მემკვიდრე და მე-12 იმამია.

შიიტები მას აიგივებენ მესიასთან (მაჰდი), რომელიც „სრულიად დაემალა სამყაროს" 941 წელს და უნდა გამოჩნდეს სამყაროს დასასრულის წინ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.