თელ-ავივში მთავრობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია 21 ადამიანი

პოლიციამ თელ-ავივში ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ შაბათს ღამით წყლის ჭავლი გამოიყენა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნებას მოითხოვდნენ.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 21 დემონსტრანტი.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დემოკრატიის მოედნის მომდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, სამართალდამცავებს დავალებული ჰქონდათ ხელი შეეშალათ დემონსტრანტებისთვის აიალონის გზატკეცილის გადაკეტვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია