საკრებულოს წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, განაცხადებით, 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას მათ პატივი მიაგეს.

„საბჭოთა ოკუპაციის დღეს პატივი მივაგეთ 1921 წლის თებერვალში, თბილისის მისადგომებთან მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას. მათ შორის იყვნენ ქართველი იუნკერები, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს მშობლიური მიწის და ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად.

მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მისაბაძი მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება