ევროპელი ლიდერები პარიზში დღეს უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ

პარიზში დღეს 20-მდე ევროპელი ლიდერი შეიკრიბება, რათა სიგნალი გაუგზავნოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ უკრაინის საკითხში ევროპა მტკიცეა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მიზანია დაუპირისპირდნენ კრემლის ნარატივს, რომ რუსეთი "გარდაუვლად მოიგებს“ უკრაინის წინააღმდეგ ომს.

მისი განმარტებით, ემანუელ მაკრონმა თავისი ევროპელი კოლეგები ელისეის სასახლეში სამუშაო შეხვედრაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსული აგრესიის ესკალაციის გამო მიიწვია.

„გვინდა გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო სიგნალი პუტინს, რომ ის არ გაიმარჯვებს უკრაინაში. ჩვენი მიზანია გავანადგუროთ ეს იდეა, რომელიც მას სურს, ჩვენ გვჯეროდეს, რომ ის როგორღაც გაიმარჯვებს“, - აღნიშნა მაკრონის მრჩეველმა.

კონფერენციას დაესწრებიან, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ასევე სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები. შეერთებულ შტატებს წარადგენს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი, ხოლო კანადას თავდაცვის მინისტრი ბილ ბლერი.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი