ბელარუსის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ოპოზიციის გარეშე ჩატარდა, პარლამენტის ქვედა პალატა სრულად აირჩიეს

ბელარუსში, გუშინ გამართული არჩევნების შედეგად, ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატა სრულად აირჩიეს.

110-ვე ოლქში გამარჯვებული კანდიდატების სახელები და გვარები რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იგორ კარპენკომ პრესკონფერენციაზე დაასახელა.

ამასთან, მისი თქმით, არჩევნების წინასწარი შედეგებით, დეპუტატთა 1 284-ვე ადგილობრივი საბჭო ჩამოყალიბდა.

ბელარუსში გუშინ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებს მონაწილეობის უფლება არ მიეცათ. არჩევნებზე დაკვირვება დასავლელ დამკვირვებლებს არ განუცხორიცელებიათ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მიმდინარე არჩევნებს უწოდა „სამხედრო ოპერაცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“ და საზოგადოებას მისი უარყოფისკენ მოუწოდა. „ბელარუსის ეგრეთ წოდებული რეჟიმის არჩევნები არ აკმაყოფილებს არანაირ დემოკრატიულ სტანდარტებს და უფრო ჰგავს სამხედრო ოპერაციას საკუთარი მოქალაქეების, კონსტიტუციისა და საღი აზრის წინააღმდეგ. მოვუწოდებ ბელარუსელებს და საერთაშორისო საზოგადოებას, კატეგორიულად უარყონ ეს სიყალბე“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ. ეს ქვეყანაში პირველი კენჭისყრა იყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელმაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რადგან ოპოზიციამ და საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლება გაყალბებასა და დარღვევებში დაადანაშაულა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა