რეზო ხარაზის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ბათუმში მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით 41 908 მოქალაქე სოციალური დახმარების პროგრამაშია.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

„ქართული ოცნების“ 11 - წლიანი მმართველობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება ჩვენს ქალაქზე. მე დღეს წამოვიღე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული სტატისტიკა: დღეს, ჩვენს ქალაქში 11,977 ოჯახი არის რეგისტრირებული, უფრო კონკრეტულად გეტყვით, რომ 41,908 მოქალაქეა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პირობებში, ჩვენი მოქალაქეებისათვის კიდევ უფრო მძიმე გახდა ცხოვრება. ამას ემატება ემიგრაციაში გადახვეწილი ჩვენი ახალგაზრდები და აქ დარჩენილი მოქალაქეები, რომლებიც ვერ პოულობენ სამსახურს. ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენს, კვლავ დავუბრუნოთ ბათუმს ის განვითარება, რაც 2004-2012 წლებში გვქონდა. ეს ყველაზე კარგად მიშა სააკაშვილს და მის გუნდს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია. ჩვენ, ერთხელ ეს შევძელით და სწორედაც 2024 წლის 26 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ პროექტებზე და პროგრამებზე, კონკრეტულ რეალურ ინვესტიციებზე, რომლითაც შევქმნით მაღალანაზღაურებად სამსახურებს. ჩვენ, ყოველწლიურად ახალი ინვესტიციებით და ახალი პროექტებით, 2024 წლიდან შევამცირებთ სიღარიბეს. არ შეიძლება ბათუმში ცხოვრობდეს ღარიბი სოციალური სტატუსის მატარებელი ოჯახი, ეს ხელისუფლების დანაშაულია. ბათუმს აქვს იმის პოტენციალი და შესაძლებლობა, იყოს ყველაზე მდიდარი და წარმატებული ქალაქი. ჩვენი ამბიცია სწორედ ეს არის და ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გამარჯვების პლატფორმა“, ამას შევძლებთ“, - აცხადებს რეზო ხარაზი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება