თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსული ნალექის და ყინვის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში და დილის საათებში ტექნიკური მარილი იყრებოდა.

მათივე ცნობით, ცენტრალური და შიდა გზები გაიწმინდა: ოქროყანაში, წავკისში, შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, ასევე, წყნეთი-თბილისისა და წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზებზე, სოფელ ახალდაბასა და ბეთანიაში.

„საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა