სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის სტიპიენდიების გადახდას განაგრძობს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების ელექტროობის მიმართულების 20 წარმატებულ სტუდენთან სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

მათივე ცნობით, კომპანია მათ სწავლის პერიოდში სტიპენდიას გადაუხდის.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგზარდებს კომპანიაში ანაზღაურებადი სტაჟირების, ბოლოს კი დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

„გასაუბრების შემდეგ, სტიპენდიის დანიშვნას არ ველოდით, რადგან საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. ვეცდებით ჩვენს პროფესიაში წარმატებებს მივაღწიოთ. სტიპენდია ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს ახალგაზრდას, რომ სწავლა გაიღრმავოს“ - ამბობენ ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ ელექტროობის მიმართულების სტუდენტები ეკატერინე შველიძე და ნინო ბერიძე.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ასევე აღნიშნავენ, რომ პროფესიას სქესი არ აქვს და ამიტომ მოუწოდებენ გოგონებს, აირჩიონ სინათლე, ჩააბარონ ელექტროობის პროგრამებზე. კომპანია კი მათ კარიერაზე ზრუნვას ჰპირდება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია