ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი - რეზო ხარაზი ყველა ჯერზე იტყუება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ყველა ჯერზე იტყუება,- ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ აფხაზავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ციფრები არასწორია და რეზო ხარაზს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„რეზო ხარაზი ყველ ჯერზე იტყუება. რამდენიმე დღის წინ ამბობდა ბათუმში 140 000 სოციალურად დაუცველიაო, ახლა კი 100 000 მოაკლო და 41 000 დარჩა, ესეც არ არის სწორი ციფრი. ბათუმში სოციალურ შემწეობით სარგებლობს 22 000-მდე ადამიანი.

ყველა მონაცემი, რომელსაც რეზო აჟღერებს, არის სიცრუე და ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

რაც შეეხება, საკრებულოში დღის წესრიგის საკითხების გაცნობას, მათ ჰქონდათ ამისთვის დრო, კომისიის შემდეგ 2-3 დღე იყო, რომ გაეცნოთ საკითხები. კაცს თუ არ უნდა დაჯდეს და წაიკითხოს... პატარა ბავშვებივით არიან”,- აღნიშნა თენგიზ აფხაზავამ

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ბათუმში მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით 41 908 მოქალაქე სოციალური დახმარების პროგრამაშია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს