Der Spiegel - უკრაინას ჭურვების საკუთარი მარაგი არაუგვიანეს ივნისისა ამოეწურება

გერმანიის ბუნდესვერის გენერალი კრისტიან ფროიდინგი, რომელიც ომის დაწყებიდან თავდაცვის სამინისტროში უკრაინის საკითხებზე მომუშავე შტაბს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ გერმანია კიევისთვის იარაღის მიწოდების მიზნით საბრძოლო მასალის მთელ მსოფლიოში შეძენას ცდილობს. ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ი წერს.

„ვცდილობთ საბრძოლო მასალის შეძენას მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ, საარტილერიო და საზენიტო საბრძოლო მასალა უხვად არ არის ხელმისაწვდომი მაღაზიების თაროებზე მთელს მსოფლიოში“, - ციტირებს გამოცემა ფროიდინგს.

Der Spiegel-ი წერს, რომ ბერლინი ფარულად განიხილავს საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას ინდოეთთან, რომელსაც არ სურს ღიად გააფუჭოს ურთიერთობა რუსეთთან. ასეთი შეთანხმებები შეიძლება გაფორმდეს არაბულ ქვეყნებთანაც, რომელთაგან ზოგიერთს საბრძოლო მასალის დიდი მარაგი აქვს.

„ბერლინში, თავდაცვის სამინისტროში ყოველდღიურად თავს იმტვრევენ ახალი იდეებით იმის შესახებ, თუ კიდევ სად შეიძლება საბრძოლო მასალის პოვნა. დრო ევროპის წინააღმდეგ მუშაობს: დაზვერვის სამსახურების თანახმად, უკრაინის რეზერვები არაუგვიანეს ივნისისა და, შესაძლოა, უფრო ადრეც, ამოიწურება“, - აღნიშნულია სტატიაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე