თინა ბოკუჩავა - როდესაც ხელისუფლება ამხელა ძალისხმევას დებს ურთიერთობების გაღრმავებაში ჩინეთში, რატომ არ აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან? - ესეც ამხელს პრიორიტეტებს, რაც ივანიშვილის პარტიას აქვს

როდესაც ხელისუფლება, ივანიშვილის პარტია, ამხელა ძალისხმევას დებს ურთიერთობების გაღრმავებაში სხვადასხვა მიმართულებით კომუნისტურ პარტიასთან ჩინეთში, რატომ არ აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან?! - ესეც ამხელს და ავლენს იმ პრიორიტეტებს, რაც ივანიშვილის პარტიას აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, საქართველო „ივანიშვილის პარტიის“ პირობებში ევროკავშირის წევრი ვერ გახდება და ამას ხელისუფლების ცვლილება სჭირდება.

„ჩინეთთან უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რიგ ქვეყნებთან მიმოსვლის გამარტივება, თუმცა მე დავსვამდი კითხვას, როდესაც ხელისუფლება, ივანიშვილის პარტია, ამხელა ძალისხმევას დებს ურთიერთობების გაღრმავებაში სხვადასხვა მიმართულებით კომუნისტურ პარტიასთან ჩინეთში, რატომ არ აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაზეც საუბარი იყო ჯერ კიდევ 2012 წელს? ესეც ამხელს და ავლენს იმ პრიორიტეტებს, რაც ივანიშვილის პარტიას აქვს. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ასე ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის პარტიის ხელში, ევროკავშირში ვერ შევა. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება