გიორგი ვაშაძე - ერთი კვირის ვადაში წარვუდგენთ პრეზიდენტს ჩვენს ვერსიას, თუ როგორ ვხედავთ 9 პუნქტის შესრულებას - რაც შეეხება სააკაშვილს, საკმაოდ საინტერესო საუბარი იყო ამ თემაზე, დანარჩენს დრო გვიჩვენებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა "საინტერესო" იყო და ისინი ერთი კვირის განმავლობაში წარუდგენენ პრეზიდენტს - როგორ ხედავს "გამარჯვების კოალიცია" 9 პუნქტის შესრულებას.

როგორც მან პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ინიციატივა, სწორედ, 9 პუნქტის შესრულებას ეხება.

"საინტერესო და კარგი შეხვედრა იყო. საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარებული წესით აუცილებელია. მისი სტანდარტი უნდა მოვიტანოთ ხელფასებით, დასაქმებით, ნორმალური ცხოვრების პირობებით, განათლებით და ზუსტად ამიტომ აუცილებელია 9 პუნქტის შესრულება. ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან არის ზუსტად ამას ეხება. ჩვენ ერთი კვირის ვადაში ჩვენს ვერსიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად წარვუდგენთ პრეზიდენტს - თუ როგორ ვხედავთ 9 პუნქტის შესრულებას", - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა იყო პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის გზავნილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვაშაძემ აღნიშნა, რომ "უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, კონკრეტული პასუხით რომ გამოვსულიყავი [შეხვედრიდან].

"ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. ღიად ვიტყვი, რომ უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, კონკრეტული პასუხით რომ გამოვსულიყავი, თუმცა საკმაოდ საინტერესო საუბარი იყო ამ თემასთან დაკავშირებით, დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს. არ ველოდი ამ შეხვედრაზე კი-თუ არაზე საუბარს და არც იყო მიზანი. ასე ნუ ჩავთვლით, რომ ერთი შეხვედრის დროს მყისიერად ყველაფერი უნდა იყოს წარმოჩენილი", - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება