ხატია დეკანოიძე - იმუნიტეტი, რომელიც ექნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, ვერ განაპირობებს მის დამოუკიდებლობას - ცვლილებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ფასადურია

ნებისმიერი სახის იმუნიტეტი, რომელიც ექნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რა თქმა უნდა, ვერ განაპირობებს მის დამოუკიდებლობას - ცვლილებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ფასადურია, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას განაპირობებს გამჭვირვალე კონკურსით შერჩეული უფროსი და ამასთან, ბიუროსთვის საგამოძიებო ორგანოს დამატება.

მან ასევე NDI-ის ანგარიშთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არც ეტყობა პოლიტიკური ნება, რომ „გამოასწოროს ძალიან მწვავე შეფასებებში ჩაწერილი რეკომენდაციები“.

„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პირველი შეფასება არის უარყოფითი. თუ ასე გაგრძელდება უარყოფითად წინასაარჩევნო გარემოს შეფასება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს არჩევნების დღეზე,“ - აღნიშნა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, მან რუსეთის სავარაუდო გავლენებზე ისაუბრა და განაცხადა რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილი პარტიაა.

„რუსეთის პირდაპირი ინტერესია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს არჩევნები. მე ვთვლი, რომ სხვა ფარული ჩარევის მცდელობები რუსეთს არ აქვს, ერთადერთი რუსეთს რაც უნდა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს მმართველობაში. ამიტომ გასაგებია, უკვე რომ ეს არის ღია პრორუსული ინტერესები საქართველოში. საქართველოს არჩევნებში რუსეთის და პუტინის ინტერესი არ არის პროდასავლური ძალების კოალიციის გამარჯვება. მათი ინტერესია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დარჩეს მმართველობაში,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს