ნინო ლაცაბიძე - ეს არ იყო პროცესი, რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ, ეს იყო პროცესი, რუსთავი და რუსთაველები „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის დაჯგუფების წინააღმდეგ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2023 წლის 28 სექტემბრის #39-392327116 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საკრებულოს დაევალა, თავიდან განიხილოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი საკითხები.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, არაუფლებამოსილ პირებად იქნენ აღიარებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების, საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიები, მერიის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, უკეთ შესწავლის მიზნით, ისევ მერიისათვის უკან დაბრუნების ნაწილში.

სასამართლო ხდომას დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ რუსთავის მერმა განაცხადა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილა, რადგან ეს არ იყო პროცესი რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ, ეს იყო პროცესი, რუსთავი და რუსთაველები „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის დაჯგუფების წინააღმდეგ.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლომ შექმნა პრეცედენტი, რომლის საფუძველზეც, მომავალში ვერც ერთი პოლიტიკური დაჯგუფება ვეღარ შეძლებს კანონი და საკრებულოს რეგლამენტი, საკუთარ ამბიციებს მოარგოს. ეს არ იყო პროცესი რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ, ეს იყო პროცესი, რუსთავი და რუსთაველები „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელმაც 2 წლის განმავლობაში იმის გააზრებაც კი ვერ შეძლო, რა ფუნქცია აქვს ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს და რას უნდა აკეთებდეს არჩეული დეპუტატი. რუსთავის საკრებულოს ოპოზიციის ორწლიანი ე.წ. მოღვაწეობა, არის ნათელი მაგალითი იმის, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოუტანოს ქალაქს და ქვეყანას, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, ნაციონალური მოძრაობის და გახარიას პარტიის მსგავსი ჯგუფების მოსვლამ. „ნაცმოძრაობის“ და გახარიას პარტიის გაერთიანება რუსთავში უკვე აღარ არის კოალიცია, ეს არის დაჯგუფება, რომლის ერთადერთი მიზანიც ქალაქის განვითარების შეფერხებაა”, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ინფორმაციისთვის, რუსთავის მერიამ სასამართლოს სარჩელით 2023 წლის 27 ოქტომბერს მიმართა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს