“გირჩი“ ოქროთი ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი“ ოქროთი ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის.

მათ პარლამენტს შესთავაზეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ოქროსა და ოქროს ნაწარმის მიწოდება დღგ-გან გათავისუფლება.

როგორც “გირჩი“ განმარტავს, ოქროსა და ოქროს ნაკეთობებზე არსებული დამატებითი ღირებულების გადასახადი სტაბილური ინვესტიციების წახალისებას უშლის ხელს. მათივე განცხადებით, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი მიზნად ისახავს მოქალაქეების მიერ ოქროში - ისტორიულად სტაბილურ აქტივში ინვესტირების გამარტივებას.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: - იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია