ანონსი  27 თებერვალი

27 თებერვალს, 09:30 საათზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახალი კვლევის - „იძულებით გადაადგილებული ქალები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან“ შედეგებს წარადგენს.

მის: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ (პირველი რესპუბლიკის მოედანი)

საკონტაქტო: ნინო ნატროშვილი - 595 35 64 68

27 თებერვალს, 09:30 საათზე, მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის - „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონული პრეზენტაცია გაიმართება. ჰიბრიდულ ღონისძიებას დაესწრებიან, როგორც საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წევრები, ასევე განვითარების პარტნიორები, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

მის: ლადო გუდიაშვილის ქუჩა 2, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“

საკონტაქტო: თიკო ზურაბიშვილი

27 თებერვალს, 10:00 საათზე, უფლებადამცველების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ კონფერენცია გაიმართება.

თემა: უფლებადამცველები საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

მის: „რედისონ ბლუ ივერია“.

საკონტაქტო: გიორგი სელიმაშვილი - 599 42 77 37

27 თებერვალს, 10:00 საათზე, კომპანია „ორბი ჯგუფი“ თბილისში, ბახმაროს მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის პროექტთან დაკავშირებით, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციას „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე გაუძღვება, რომელიც ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, ინფორმაციას მიაწვდის „ორბი ბახმაროს“ პროექტთან დაკავშირებით.

მის: თელავის ქუჩა #20 ( სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“)

საკონტაქტო: ნინო ჩიტაიშვილი

27 თებერვალს, 10:30 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ თემაზე: 9 ნაბიჯი ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად; ანტიკორუფციული რეფორმა პრესკონფერენციას გამართავს.

მის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თბილისის ოფისი, დ.აღმაშენებლის #61

27 თებერვალს, 11:00 საათზე, აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები პროფკავშირებთან ერთად მსვლელობა-აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები "ჰუალინგ პლაზადან" (მარშალ იუსეფ პილსუდკის გამზირი) მსვლელობით გაემართებიან რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქციას მოაწყობენ და მოთხოვნებს გააჟღერებენ.

საკონტაქტო: გიორგი ტყემალაძე - 591 01 31 41

27 თებერვალს, 11:00 საათზე, 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიცია, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მედიისთვის პრეზენტაციას გამართავს.

თემა: „ორგანიზაციათა კოალიციამ შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას“.

მის: ჭოველიძის ქუჩა 4ა

27 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: „ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 თებერვალს, 12:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და "საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი" გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებას შეიტანს და პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: "გელათის რეაბილიტაციის პროცესში შესაძლო სამოხელეო დანაშაულის ჩადენა"

მის: გორგასლის ქუჩა N24

საკონტაქტო: ლიზა ზუბაშვილი - 577173070

27 თებერვალს, 12:00 საათზე, ონკოპაციენტების ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ბრიფინგს გამართავს.

საკონტაქტო: გვანცა აფხაიძე - 571 07 00 77

27 თებერვალს, 14:00 საათზე, გამარჯვების კოალიციის ლიდერები „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე გორში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ

მის: გორი, შინდისის გზატკეცილი მე-2 კილომეტრი - „გურმანი“.

საკ: ირაკლი გაბისონია 555 602 634

ანუკა გაბელია 551 633 644

27 თებერვალს, 14:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ცხოველების უფლებადამცველებთან, აქტივისტებთან, კინოლოგიური და ვეტერინარული დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი III სართული)

27 თებერვალს, 14:30 საათზე, ინფორმაციის „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა კერძო სექტორისთვის ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროების საკითხებზე კერძო-საჯარო დიალოგს გამართავს, რომლის ფარგლებშიც ამავე საკითხზე მომზადებული კვლევის შედეგები იქნება წარდგენილი.

მის: მ. კოსტავას ქუჩა #14, Rooms Hotel Tbilisi

27 თებერვალს, 15:45 საათზე, „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ფარგლებში“ ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული თემატური დისკუსია გაიმართება. შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, თორნიკე შარაშენიძე - GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი; გიორგი ანთაძე - „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი.

მის: მარნეული, რუსთაველის ქუჩა N71ბ, მარნეულის ამერიკული კუთხე.

საკონტაქტო: მარიამ კარიაული - 599 77 02 61

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით