ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკუთარ გამოსვლაში ილია დარჩიაშვილმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

უწყების განმარტებით, მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. აღნიშნა, 2022-2030 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე და არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.

ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მათ როლზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.

"ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი პოზიცია არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები" , - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან" მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ რეზოლუციას კვლავაც ექნება დიდი მხარდაჭერა.

სიტყვით გამოსვლისას, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მანდატის სრულად გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საქართველო, როგორც საბჭოს წევრი, მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.

ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორ წევრი ქვეყნის მზადყოფნა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისო ფორმატებში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება