დიმიტრი პესკოვი - სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე არასერიოზული და სასაცილოა

რუსეთის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის იდეა სასაცილოა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს უცნაური ფორმატია, რადგან გარკვეული სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, რაც თავისთავად არასერიოზულია და სასაცილოც კი არის“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში გასამართი სამშვიდობო სამიტის გეგმა მოგვიანებით შეიძლება რუსეთსაც გადაეცეს.

„შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ჩვენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მოვიწვიოთ, სადაც მათ გეგმას იმ შემთხვევაში წარუდგენენ, თუ ის, ვინც იმ დროს აგრესორ ქვეყანას წარმოადგენს, მოინდომებს, რომ ომი რეალურად დაასრულოს და სამართლიან მშვიდობას დაუბრუნდეს“, - აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა