საია-ს თავმჯდომარე - პრეზიდენტს სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ შევხვდით და გავუზიარეთ ჩვენი ხედვა -  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, 9 დათქმა შესრულდეს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემები იყო.

როგორც მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, პრეზიდენტს გაუზიარეს საკუთარი ხედვა, როგორ ხედავენ პრობლემის შესრულებას.

„დღეს ჩვენ პრეზიდენტს შევხვდით სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ და გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ წარმოგვიდგენია რეკომენდაციების შესრულება. როგორც იცით, 9 დათქმიდან ერთ-ერთი სასამართლო რეფორმას ეხება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში პრეზიდენტის როლი. გავუზიარეთ ხედვა, თუ როგორ წარმოვიდგენთ ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას. ასევე პრეზიდენტის მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, პრეზიდენტი დამატებით რას გეგმავს და როგორია მისი ხედვა 9 პუნქტთან, სამუშაო პროცესის ფორმირებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს 9 დათქმა შესრულდეს. ყოველთვის მხარს ვუჭერთ იმას, რომ საქართველომ სწრაფად გიაროს ეს პროცესი. ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს იმაში, რომ მან 9 დათქმა შეასრულოს. ამისთვის ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება