იენს სტოლტენბერგი - შვედეთი ნატო-ს 32-ე მოკავშირე გახდება, რაც ყველას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გაგვხდის

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს მივესალმები, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს მივესალმები. ახლა, როცა ეს ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი ნატო-ს 32-ე მოკავშირე გახდება. შვედეთის გაწევრიანება ყველას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გაგვხდის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ მოახდინა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია