ხატია დეკანოიძე - თუ არ იქნება „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, თუ ადამიანებმა არ დაინახეს, ვის უნდა გადააბარონ ხელისუფლება, ძალიან რთული იქნება ივანიშვილის შეცვლა

თუ არ იქნება „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, თუ ადამიანებმა არ დაინახეს, ვის უნდა გადააბარონ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ, ძალიან რთული იქნება ბიძინა ივანიშვილის შეცვლა, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ამასთან, დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა, სადაც საუბარია, რომ პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი.

დეკანოიძის თქმით, ის იზიარებს სტრატეგიული პარტნიორების ყველა მოსაზრებას.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ყველა მოსაზრებას ვიზიარებ. სხვათა შორის, NDI-ის მისია შედგება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანისგან. ეს არის ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი... ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით კონტექსტი. მე ყოველთვის ვამბობ იმას, რომ თუ არ იქნება „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, თუ ადამიანებმა არ დაინახეს, ვის უნდა გადააბარონ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ, ძალიან რთული იქნება ბიძინა ივანიშვილის შეცვლა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებში რუსეთს არ დასჭირდება ფარული ჩარევა, რადგან რუსეთისთვის მნიშვნელოვანია „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში.

„გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნებია. დღეს იყო საუბარი იმაზეც, ჩაერევა თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ აღარც სჭირდება ფარულად ჩარევა, იმიტომ, რომ რუსეთი მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ არ მოვიდნენ პროდასავლური ძალები ან პარტიები. ამიტომ, რუსეთს ფარული ჩარევა, არც სჭირდება“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება მეოთხე არჩევნებით არ იცვლება, მაშინ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ნაკლებობაა და ოლიგარქიის სიმძლავრეა.

„თუ ხელისუფლებები არ იცვლებიან, მაშინ ნებისმიერი თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე საუბარი არის სიყალბე და ფარისევლობა. თუ ხელისუფლება მეოთხე არჩევნებით არ იცვლება ე.ი. სერიოზული პრობლემაა და ეს სერიოზული პრობლემა არის დემოკრატიის ნაკლებობა და ოლიგარქიის სიმძლავრე, რასაც რუსეთი უჭერს მხარს.

„საჭიროა გვესმოდეს, რომ დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებები ხშირად იცვლებიან. ასე მოხდა 2012 წელს და დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება 2024 წელს“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება