ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ უეკიპაჟო ხომალდები, ფრთოსანი რაკეტები და დრონი გაანადგურეს

აშშ-ის არმიის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ სამი უეკიპაჟო ხომალდი და ორი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან წითელი ზღვისკენ გასაშვებად იყო მომზადებული.

ცენტრალურ სარდლობის ინფორმაციით, მათ ასევე გაანადგურეს დრონი წითელი ზღვის თავზე.

„ყველა აღნიშნული იარაღი წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისთვის", - ნათქვამია აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია