ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი და სამხედრო ობიექტები გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრსა და სარაკეტო გამშვებებს დაარტყეს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებს ისრაელის სამხრეთ ნაწილზე გუშინ დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმიდან რამდენიმე საათში დაარტყეს.

„ეს ადგილები მოიცავდა ბინას, რომელიც გამოიყენებოდა სამეთაურო ცენტრად სარაკეტო სროლის განსახორციელებლად და კიდევ ერთ ბინას, საიდანაც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის ჯარებს“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ამასთან, ისრაელელი სამხედროები აგრძელებენ ფართომასშტაბიან ოპერაციას ღაზის სექტორის ქალაქ ზეიტუნის ტერიტორიაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ზეიტუნში მოქმედმა ჯარებმა აღმოაჩინეს იარაღის საცავი, იარაღის მწარმოებელი ქარხანა, რაკეტების გამშვებები და დაუზუსტებელი სისტემები, რომლებსაც „ჰამასი“ ღაზაში ისრაელის ძალების წინააღმდეგ იყენებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, ოპერაციის დროს მათმა ჯარებმა აღმოაჩინეს გვირაბი, სადაც „ჰამასის“ რამდენიმე შეიარაღებული წევრი იმალებოდა.

„ჩვენმა ჯარებმა გაანადგურეს გვირაბი დ ტერორისტები“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათივე ინფორმაციით, ღაზის ცენტრალურ ნაწილში ნაჰალის ბრიგადამ „ჰამასის“ კიდევ რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია განახორციელა, დაარბია ადგილები, რომელსაც დაჯგუფება იყენებს და იარაღი აღმოაჩინა.

„სამხედრო საინჟინრო ძალებმა ათობით შენობა გაანადგურეს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათივე ინფორმაციით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხან იუნისში „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი დაატყვევეს, რომლებიც ტერიტორიის დატოვებას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საფარქვეშ ცდილობდნენ. ისრაელელმა სამხედროებმა ხან იუნისში „ჰამასის“ რამდენიმე შეიარაღებული პირის ლიკვიდაციაც განახორციელეს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს