არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება და მათი სერტიფიცირების მარეგულირებელი ნორმის მოქმედება 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე შეჩერდება

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება და მათი სერტიფიცირების მარეგულირებელი ნორმის მოქმედება 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე შეჩერდება. ამ პერიოდამდე კი ძალაში სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი დარჩება.

შესაბამისი კანონის პროექტი, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტში ინიცირებულია.

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირებას “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარებიან: - არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორი, კონსტრუქციული პროექტის დამოწმებისთვის, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებელი, არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული პროექტის ექსპერტი. ამასთან, კანონის შესაბამისი მუხლის მოქმედება 2024 წლის 1-ელ მარტამდე შეჩერებულია.

„ვინაიდან აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, 2024 წლის 1-ელი მარტისთვის, როდესაც მითითებული მუხლი ამოქმედდება, ბაზარზე სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები არ იარსებებს. შესაბამისად, ვერ განხორციელდება არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების სერტიფიცირებული პირების მიერ დამოწმება/ექსპერტიზა, რაც სანებართვო პროცესს შეაფერხებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შეჩერებული სერტიფიცირების მუხლის ამოქმედების გადავადება“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს