გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია-ს“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 თებერვალს 10:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, ახატანი, ცხვარიჭამია, დავათი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ნავაზა, ბაგიჭალა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში აღაიანი, ქსოვრისი, პატარა ქანდა, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია