ნინო ბურჭულაძე - მოსახლეობასთან ერთად შევძლებთ გარემოს გადარჩენას

მოსახლეობამ ღიად უნდა დაიწყოს იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც გარემოსდაცვის მიმართულებით აწუხებთ, მხოლოდ ასე ერთობლივად შევძლებთ გარემოს გადარჩენას, - ამის შესახებ ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრმა და საინფორმაციო კამპანიის ინიციატორმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა.

ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.

სამუშაო ჯგუფმა მოსახლეობასთან შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.

კამპანიის მიზანია, კომპანია"არემჯის" საწარმოო ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს 2023 წელს სამუშაო ჯგუფის საქმიანობისა და კომპანია" არემჯის" გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესის მონიტორინგის შედეგების შესახებ.

შეხვედრები უკვე გაიმართა ვარდისუბნის, დიდი დმანისის და მაშავერის მოსახლეობასთან.

„ამ კამპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის ის, რომ მოსახლეობამ ღიად დაიწყოს საუბარი იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც გარემოსდაცვის მიმართულებით აწუხებთ, რაც ჩვენი საქმიანობის უკეთ დაგეგმვასა და სწორად წარმართვაში დაგვეხმარება. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენს შეხვედრებს უამრავი ადამიანი ესწრება, ერთი მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია როგორ გარემოში ცხოვრობს. მეორე მხრივ, შეხვედრები იმართება მხოლოდ მოსახლეობის მხრიდან ნდობაზე, რაც ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა თითქმის 6-წლიანი საქმიანობით დაიმსახურა. ჯერ მხოლოდ სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდით და უკვე გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც, სამწუხაროდ ჩვენი ყურადღების მიღმა რჩებოდა", - განაცხადა სამუშაო ჯგუფის წევრმა ნინო ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები იგეგმება კიდევ რამდენიმე სოფელში.

საინფორმაციო კამპანიის ინიციატორი „ საყდრისის კომიტეტია" და ის დმანისის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში 2023 წლის თებერვალ-მარტშიც მიმდინარეობდა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება