სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ ახლავე იწყებს ორგანიზებულ თავდასხმას დასავლურ ორგანიზაციებზე, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან - მათ ძალიან ეშინიათ

რა თქმა უნდა, მე არ მაქვს პრობლემა, რომ ჩვენი დოკუმენტები შეამოწმონ, თუმცა თვითონ კორუფცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს და ოპოზიციას ძალაუფლება არ აქვს, ამიტომ მგონია, ოპოზიციის კორუფციაზე საუბარი აბსურდული , - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ამით დეპუტატი გამოეხმაურა ანტიკორუფციული სამსახურის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მათ ოპოზიციონერი დეპუტატების დეკლარაციების შემოწმება უნდა დაიწყონ.

როგორც სალომე სამადაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, რუსეთსა და სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი მეთოდები ოპონენტების შესავიწროებლად ხშირად გამოიყენება.

„აღმოჩნდა, რომ თურმე ჩემს დეკლარაციებსაც ამოწმებენ. კიდევ კარგი დროზე გავიგე, მივლინებაში ვიყავი და სწრაფად მომიწია საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს პრობლემა, რომ ჩვენი დოკუმენტები შეამოწმონ, თუმცა თვითონ კორუფცია რას ნიშნავს? კორუფცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს და ოპოზიციას ძალაუფლება არ აქვს, ამიტომ მგონია, ოპოზიციის კორუფციაზე საუბარი აბსურდული. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთსა და სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი მეთოდები ოპონენტების შესავიწროებლად ხშირად გამოიყენება. „ქართული ოცნება“ ყოველდღე რაღაც ახალს აკეთებს ისეთს, რაც გვარწმუნებს, რომ მათ მოახლოებული არჩევნების ძალიან ეშინიათ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ის იზიარებს მოსაზრებას, რომ „უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება“, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა შეწყვიტოს საქმიანობა, რადგან მათი პოლიტიკა „რუსულ ფულზე გადის“.

როგორც „ლელოს“ დეპუტატმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ეშინია იმ დასავლური ორგანიზაციების, რომლებიც 2024 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდნენ.

„მე, პირველ რიგში, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ლიკვიდაციას უნდა აცხადებდეს, რადგან მათი მთელი პოლიტიკა რუსულ ფულზე გადის. რაც შეეხება დასავლურ ფონდებს აქ მათ სხვა ნარატივი აქვთ. ცდილობდნენ „აგენტების შესახებ კანონის“ შემოტანას რისი უფლებაც ხალხმა ამათ არ მისცა და ახლა კანონის გარეშე ცდილობენ იგივე გააკეთონ. მათ ძალიან ეშინიათ სწორედ იმ ორგანიზაციების, რომლებიც საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან. „ქართული ოცნება“ ახლავე იწყებს ორგანიზებულ თავდასხმას დასავლურ ორგანიზაციებზე, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც იმ დათქმით მივიღეთ, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შემდეგ დაიწყება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ ახლავე იწყებს ორგანიზებულ თავდასხმას დასავლურ ორგანიზაციებზე, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან - მათ ძალიან ეშინიათ

რა თქმა უნდა, მე არ მაქვს პრობლემა, რომ ჩვენი დოკუმენტები შეამოწმონ, თუმცა თვითონ კორუფცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს და ოპოზიციას ძალაუფლება არ აქვს, ამიტომ მგონია, ოპოზიციის კორუფციაზე საუბარი აბსურდული , - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ამით დეპუტატი გამოეხმაურა ანტიკორუფციული სამსახურის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მათ ოპოზიციონერი დეპუტატების დეკლარაციების შემოწმება უნდა დაიწყონ.

როგორც სალომე სამადაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, რუსეთსა და სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი მეთოდები ოპონენტების შესავიწროებლად ხშირად გამოიყენება.

„აღმოჩნდა, რომ თურმე ჩემს დეკლარაციებსაც ამოწმებენ. კიდევ კარგი დროზე გავიგე, მივლინებაში ვიყავი და სწრაფად მომიწია საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს პრობლემა, რომ ჩვენი დოკუმენტები შეამოწმონ, თუმცა თვითონ კორუფცია რას ნიშნავს? კორუფცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს და ოპოზიციას ძალაუფლება არ აქვს, ამიტომ მგონია, ოპოზიციის კორუფციაზე საუბარი აბსურდული. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთსა და სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი მეთოდები ოპონენტების შესავიწროებლად ხშირად გამოიყენება. „ქართული ოცნება“ ყოველდღე რაღაც ახალს აკეთებს ისეთს, რაც გვარწმუნებს, რომ მათ მოახლოებული არჩევნების ძალიან ეშინიათ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ის იზიარებს მოსაზრებას, რომ „უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება“, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა შეწყვიტოს საქმიანობა, რადგან მათი პოლიტიკა „რუსულ ფულზე გადის“.

როგორც „ლელოს“ დეპუტატმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ეშინია იმ დასავლური ორგანიზაციების, რომლებიც 2024 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდნენ.

„მე, პირველ რიგში, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ლიკვიდაციას უნდა აცხადებდეს, რადგან მათი მთელი პოლიტიკა რუსულ ფულზე გადის. რაც შეეხება დასავლურ ფონდებს აქ მათ სხვა ნარატივი აქვთ. ცდილობდნენ „აგენტების შესახებ კანონის“ შემოტანას რისი უფლებაც ხალხმა ამათ არ მისცა და ახლა კანონის გარეშე ცდილობენ იგივე გააკეთონ. მათ ძალიან ეშინიათ სწორედ იმ ორგანიზაციების, რომლებიც საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან. „ქართული ოცნება“ ახლავე იწყებს ორგანიზებულ თავდასხმას დასავლურ ორგანიზაციებზე, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც იმ დათქმით მივიღეთ, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შემდეგ დაიწყება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის