ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ ხუთი დრონი ჩამოაგდეს

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა თვითმფრინავმა და კოალიციის ხომალდმა წითელ ზღვაში ჩამოაგდეს ხუთ დრონი, რომლებიც იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან იყო გაშვებული.

ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები წარმოადგენდნენ საფრთხეს სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის და კოალიციის გემებისთვის რეგიონში.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ წითელ ზღვასა და ბაბ ალ-მანდაბის სრუტეში ნოემბრის შემდეგ სარაკეტო და დრონით თავდასხმები გაახშირეს. „ჰუსიტების“ მტკიცებით, ისინი ღაზაში მიმდინარე ომის გამო პალესტინელების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია