„გალტ & თაგარტმა“ საქართველოში „სეკურიტიზაციის“ პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

„გალტ & თაგარტმა“ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში "სეკურიტიზაციის" განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „გალტ & თაგარტის“ კვლევა მოიცავს „სეკურიტიზაციის“ განვითარების ტენდენციებს, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და ამ ანალიზის საფუძველზე განიხილავს „სეკურიტიზაციის“ პერსპექტივებს საქართველოში.

„სეკურიტიზაციის“ განვითარების შესაძლებლობების გამოსავლენად „გალტ & თაგარტმა“ გამოიკითხა ბაზრის ყველა მოთამაშე, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტები, სახელმწიფო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები და სხვა პოტენციური ინვესტორები. აღნიშნულის შედეგად და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გამოვლინდა ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც საქართველოში „სეკურიტიზაციის“ განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამასთან, შემუშავდა დეტალური რეკომენდაციები, რომელიც ეხება როგორც მოთხოვნის მხარეს (ინვესტორებს), ისე "სეკურიტიზაციის" პროდუქტების პოტენციურ ბენეფიციარებს (originators).

„კაპიტალის ბაზრის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში. ამ კუთხით სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვა და ამ ინსტრუმენტებზე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში გადმოტანა მნიშვნელოვანია. "გალტ & თაგარტი" აქტიურად არის ჩართული საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. შარშან USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩვენ კერძო კაპიტალის შესახებ წარვადგინეთ კვლევა. დღეს, იგივე პროგრამის ფარგლებში "სეკურიტიზაციის" განვითარების შესაძლებლობაზე გვაქვს წარმოდგენილი ანგარიში. ვფიქრობთ, რომ USAID-ის და სხვა დონორების მხარდაჭერა ამ ტიპის კვლევებისადმი მნიშვნელოვანია საქართველოში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების განვითარებისთვის“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია