თბილისის მერია დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა.

„თავდაპირველად, გაჟღერებული გვქონდა, რომ 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსების აუცილებლობა იყო, თუმცა, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეულის შესყიდვა მოვახერხეთ. მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მიღებულია გადაწყვეტილება დამატებით 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით. მთავრობის განკარგულება გამოიცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა. ამ მხარდაჭერისთვის პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ და მთლიანად მთავრობას. რაც შეეხება ამ 40 ერთეულ 18 მეტრიან ავტობუსებს, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილი უნდა იყოს 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის; ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილი იქნება თბილისის კლიმატურ პირობებზე; აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით“, - განაცხადა კალაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე