ლევან ხაბეიშვილი - ჩვენი ათასობით  თანამოქალაქე დგას რიგში, რომ ხელი მოაწეროს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას - სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი

ჩვენი ათასობით თანამოქალაქე დგას რიგში, რომ ხელი მოაწეროს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს გაჭირვებასა და ივანიშვილზე. პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება თავისუფალი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს გაჭირვებასა და ივანიშვილზე.

„ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას. ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნოდ მინიმალურად ობიექტური გარემო, სამართლიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი უნდა იყოს თავისუფალი.

იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავისუფალი იყოს, იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს, ვაგროვებთ ასი ათასზე უფრო მეტ ხელმოწერას. ხედავთ, რომ ფაქტობრივად რიგები დგას, სადაც ადამიანები ხელს აწერენ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს გაჭირვებაზე, ივანიშვილზე და პრეზიდენტ სააკაშვილი იქნება თავისუფალი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება