შალვა პაპუაშვილი ნინო ლომჯარიაზე - სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში მხილებული ომბდუსმენი ყველაზე სამარცხვინო დამღაა - არა თუ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას

როდესაც სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებების საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ტყუილს ავრცელებს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც სახელმწიფოს და სიმართლე ესხმის თავს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი, არა თუ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს, საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას - სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში მხილებული სახალხო დამცველი [ნინო ლომჯარია[, მგონი, ყველაზე სამარცხვინო დამღაა, რაც კი შეიძლება სახალხო დამცველს ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შესახებ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ნინო ლომჯარია „იყო პოლიტიკოსი, რომელმაც ზიანი მიაყენა სახალხო დამცველის აპარატს, ვინაიდან ამ ინსტიტუტს სრული პოლიტიზება მოახდინა, დაუკარგა ის მნიშვნელობა და მაღალი ღირებულება, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული“.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის [თანამდებობაზე ყოფნის] დროს იყო პოლიტიკურად მიკერძოებული პირი. მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, სადაც სასამართლომ მას უარი უთხრა, დადასტურდა, რომ ნინო ლომჯარია ტყუილ დასკვნებს დებდა სააკაშვილთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, გამომჟღავნდა, რომ ის სინამდვილეში მაშინაც იყო პოლიტიკოსი, როდესაც აქ ბომბების წვიმას ითხოვდა და ითხოვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოხალისეები გაეგზავნა უკრაინაში, ამით ჩართულიყო რუსეთთან ომში. ის იყო პოლიტიკოსი, რომელმაც ზიანი მიაყენა სახალხო დამცველის აპარატს, ვინაიდან ამ ინსტიტუტს სრული პოლიტიზება მოახდინა, დაუკარგა ის მნიშვნელობა და მაღალი ღირებულება, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. დააზიანა ეს ინსტიტუტი. ამის იქით რა ფასი, რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ადამიანის სიტყვას, რომელიც სტრასბურგმა ტყუილში ამხილა. ამაზე მეტი დაბალი შეფასება რა უნდა მოხდეს, როდესაც სახალხო დამცველი მხილებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში. ამის შემდეს რაზე უნდა ვისაუბროთ.

გაიხსენეთ რა იყო ნინო ლომჯარიას დასკვნა. დასკვნა იყო, რომ არა [მიხეილ სააკაშვილის] კლინიკა „ვივამედში“ დატოვების საკითხი, პირიქით „ვივამედში“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისე, რომ რაღაც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს, რომელსაც აქ ვერ იღებს და ის სხვაგან უნდა გადაიყვანონ. რას ეყრდნობოდა - ამ კონსილიუმს თუ სხვა კონსილიუმს, არ ვიცი. ვინაიდან, იგივე კონსილიუმია ახლაც, თუმცა ჩვენ მოქმედი სახალხო დამცველისგან ასეთი დასკვნა არ გვსმენია, რომ „ვივამედიდან“ უნდა წავიყვანოთ პოლონეთში, სხვა კლინიკაში ან გავათავისუფლოთ. წინა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, სწორედ ეს დასკვნა გაასაჯაროვა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ტყუილი იყო. როდესაც სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებების საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ტყუილს ავრცელებს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ეს ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოპყრობის საკითხს, როდესაც სახელმწიფოს და სიმართლე ესხმის თავს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი, არა თუ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს, საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას, ვინაიდან, კიდევ ერთხელ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში მხილებული სახლსო დამცველი, მე მგონი, ყველაზე სამარცხვინო დამღაა, რაც კი შეიძლება აჰქონდეს სახალხო დამცველს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში