„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები თბილისის ზოოპარკში პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან

"ევროპის უნივერსიტეტსა" და თბილისის ზოოპარკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ზოოპარკში პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნონ ზოოპარკში არსებულ ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს, მონაწილეობა მიიღონ მათ მოვლასა და კვებაში.

„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი თბილისის ზოოპარკში პრაქტიკის პირველ დღეს დაესწრო და ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელს ირმა ბოჭორიშვილს პირადად გადაუხადა მადლობა აღნიშნული შესაძლებლობისთვის.

შეხვედრის ფარგლებში ნინო ტალიაშვილმა და ირმა ბოჭორიშვილმა სტუდენტებთან ერთად ისაუბრეს სტაჟირების კომპონენტში შემავალ აქტივობებზე და სამომავლო გეგმები განიხილეს.

აღნიშნული თანამშრომლობა პერმანენტულ ხასიათს ატარებს და შესაბამისი საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ სტუდენტები ზოოპარკის ვეტერინარულ სამსახურში პროფესიულ პრაქტიკასაც გაივლიან.

პრაქტიკის კომპონენტის დადგომამდე "ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები ვეტერინარიის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ სრულად აღჭურვილ თანამედროვე ლაბორატორიებში იმუშავებენ სიმულაციურ ქეისებზე, მულაჟებზე და 3D ანატომაჟის გამოყენებით შეიძენენ ყველა საჭირო უნარ-ჩვევას ცოცხალი არსებების სამკურნალოდ.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ხუთწლიანი სწავლების შემდეგ მაგისტრის ხარისხს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კურსის ფარგლებში პარტნიორ ვეტერინარულ კლინიკებში ასისტენტის პოზიციაზე მიღებული სამუშაო გამოცდილება სტუდენტებს დაეხმარებათ გარანტირებულად დასაქმდნენ თავიანთი პროფესიით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია