უკრაინამ და ალბანეთმა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

უკრაინამ და ალბანეთმა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან ალბანეთი უკრაინას, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩვენს ბრძოლას მხარს უჭერს. ჩვენ, უკრაინელების მიმართ თქვენი საზოგადოების თბილ დამოკიდებულებას არასდროს დავივიწყებთ!“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და ბალკანეთის რეგიონში უკრაინის პოზიციების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ალბანეთის პრემიერ-მინისტრთან, ედი რამასთან შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხები განიხილა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს