განახლებადი და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების ხელშეწყობის საკითხზე პრეზენტაცია გაიმართება

ბაზალეთში, „მწვანე ტექნოლოგიების ცენტრში“ 29 თებერვალს, პროექტის - „განახლებადი და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების ხელშეწყობა მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფის და ყოფის გაუმჯობესების მიზნით“ - პრეზენტაცია გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამინისტროს ოფიციალური პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„საქართველოს ტყეები გადამწყვეტ როლს ასრულებენ სითბური გაზების ემისიების შემცირებაში. BAU სცენარით, 2030 წლისთვის მოსალოდნელია ემისიების 70%- იანი ზრდა 28690 გგ CO2eq- მდე. სოფლად მცხოვრები შინამეურნეობების 90%-მდე (1,43 მილიონი ადამიანი) ენერგეტიკული საჭიროებისთვის იყენებს შეშას, რაც იწვევს ტყის დეგრადაციას და ნახშირბადის შთანთქმის უნარის დაკარგვას, რომელიც, სავარაუდოდ, 1990-დან 2030 წლამდე შემცირდება ხუთჯერ. ამიტომ საქართველოს მთავრობას პრიორიტეტად მიაჩნია ტყის მდგრადი მართვა სახელმწიფოს მიერ მართულ ტყის მიწებზე.

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პროექტის - „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა, ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიების შესამცირებლად“, ფარგლებში.

სოციალური პროექტი „სითბო ყველას“ ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ენერგოეფექტიანი ღუმელების უსასყიდლო გადაცემას.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ბიომასის ასოციაციის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით.

ორგანიზატორები არიან საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „მწვანე ინჟინერიის ცენტრი“ ( Esco-S, ესკო-ესი), „საქართველოს მყარი ბიომასის ასოციაცია“; CENN, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ