ანრი ოხანაშვილი - მინიმალური საფუძველიც არ არსებობს, რომ ვინმემ "ვეტინგზე" ისაუბროს - საქართველო   მექრთამეობის სიმცირით ევროპის ათეულშია და მსოფლიოში კი მე-13 ადგილზე

საქართველოში "ვეტინგის" ჩატარების მინიმალური საფუძველიც არ არსებობს - "ვეტინგი" ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ექსტრემალური სიტუაცია, კორუმპირებულია სისტემა და პრაქტიკულად შეუძლებელია სამართლის პოვნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის შეფასებითაც აღნიშნული რადიკალური ღონისძიებაა, რომელიც რისკებს ქმნის.

"ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით ალბანეთში შეთანხმდნენ, იქ დაიწყეს ამის ჩატარება, შედეგები ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება.

რაც შეეხება ვენეციის კომისიას, ვენეციის კომისიამ ამ საკითხზე დაწერა, რომ ალბანეთშიც კი, როცა ამ მოდელით ტარდება "ვეტინგი", ეს არის ყველაზე რადიკალური ღონისძიება, რადგან აღვივებს უნდობლობას ხალხის მხრიდან სასამართლოს მიმართ, ქმნის სასამართლოში დესტაბილიზაციის დიდ რისკს და საბოლოოდ მოსამართლეთა ყურადღება საქმის განხილვის ნაცვლად, გადადის ამ პროცესზე, რომელიც საბოლოოდ პოლიტიკურია.

მინიმალური საფუძველიც არ არსებობს საქართველოში, რომ ვინმემ "ვეტინგზე" ისაუბროს. მექრთამეობის სიმცირით საქართველო ევროპის ათეულშია და მსოფლიოში მე-13 ადგილზე. არავითარი ინდიკატორი არ არსებობს იმის, რომ სისტემა ვერ მუშაობს და სისტემაში ხალხი, თანაც ბევრი სამართალს ვერ პოულობს. ამიტომ ნონსენსია, წარმოუდგენელია ამ საკითხის შემოტანა ქართული მართლმსაჯულების პერსპექტივაში და ვისაც ეს საკითხი შემოაქვს ნიშნავს, რომ არ აქვს განცდა სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და არ იცის, რას ნიშნავს შეკავება - დაბალანსების მექანიზმები ხელისუფლების შტოებს შორის ან იცის, მაგრამ მიზანმიმართულად სურს ამით ქვეყნის და სასამართლოს დისკრედიტაცია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს