ინდოეთის ელჩი ნილაკში საჰა სინჰა "ევროპის უნივერსიტეტს" ესტუმრა

ინდოეთის ელჩი სომხეთსა და საქართველოში ნილაკში საჰა სინჰა "ევროპის უნივერსიტეტს" ეწვია. ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინდოეთის ელჩმა და "ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილეს და მატერიალურ-ტექნიკური ბაზები დაათვალიერეს.

„ელჩი ნილაკში საჰა სინჰა “ევროპის უნივერსიტეტის” ინდოელ სტუდენტებს შეხვდა და მათთან საქართველოში არსებულ განათლების ხარისხზე და ცხოვრების პირობებზე ისაუბრა.

ინდოეთის ელჩმა "ევროპის უნივერსიტეტს" მადლობა გადაუხადა სტუდენტების მხარდაჭერისთვის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების გაზიარებისთვის.

ამასთან, ელჩმა სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შემოდგომაზე საქართველოში ინდოეთის საელჩო გაიხსნება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია