სალომე ზურაბიშვილი - ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში - ახლა „სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს, მე ნუ მკითხავთ

ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში, ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიის დროს ჩინეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გარდა ამისა, ჩინეთი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამიტომაც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობა სჭირდება.

სალომე ზურაბიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არსებითი მნიშნველობა აქვს, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება გლობალურად ყველას ეხება.

“ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, მაგრამ უფრო და უფრო აქტიური გახდა. ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. ჩვენ, ასევე, გუშინ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი მივიღეთ.

გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, ვინაიდან იაფია, პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებებს, მაგრამ ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართულები.

ალბათ, მეტი ჩართულობა გვჭირდება დასავლელი პარტნიორებისგან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

ერთ-ერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საკითხია, რომელსაც ჯერ არ შევხებივარ - ანაკლიის პორტი. მას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, შავი ზღვრის უსაფრთხოება არის საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველას გვეხება სამომავლოდ. შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობის არის, რათა რუსეთს ექსკლუზივი არ ჰქონდეს შავი ზღვის თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე, და ა.შ.”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა