მიჩ მაკკონელი სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის პოსტს ტოვებს

ამერიკელი სენატორის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, წლის ბოლოს აშშ-ის სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის პოსტს დატოვებს.

მიჩ მაკკონელის თანაშემწეებმა განმარტეს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება.

„ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ნიჭი არის იმის ცოდნა, თუ როდის არის ცხოვრების ახალ ფურცელზე გადაშლის დრო. მე დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, რათა ვთქვა, რომ ეს იქნება ჩემი ბოლო ვადა სენატში რესპუბლიკელების ლიდერის პოსტზე“, - აღნიშნა მიჩ მაკკონელმა.

82 წლის მაკკონელს ლიდერის პოსტი ყველაზე ხანგრძლივად უკავია სენატის ისტორიაში. ის სენატის წევრი 1985 წლიდანაა. 2006 წელს კი „რესპუბლიკელების“ ხელმძღვანელად აირჩიეს. მაკკონელი 2015-2021 წლებში უმრავლესობის ლიდერი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია