ახალმა ზელანდიამ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

ახალი ზელანდიის მთავრობამ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.­

„რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აძლიერებს აზრს, რომ ვეღარ განვასხვავებთ „ჰამასის“ სამხედრო და პოლიტიკურ ფრთებს“, - განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უინსტონ პეტერსმა.

მისი თქმით, „საზარელ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა მთელ ორგანიზაციას ეკისრება“.

ახალი ზელანდიის მთავრობის ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ქვეყანაში „ჰამასის“ ნებისმიერი აქტივი გაიყინება და ნებისმიერი ფინანსური და ქონებრივი ტრანზაქცია, ან „ჰამასის“ მატერიალური მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ახალმა ზელანდიამ 2010 წელს ტერორისტულ სუბიექტად მხოლოდ „ჰამასის“ სამხედრო ფრთა აღიარა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია