ვახტანგ ძაბირაძე - „ქართული ოცნება“ დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია ელექტორალურად, ვიდრე, 1 წლის წინ იყო - „თუ „ლელო“ და გახარია გაერთიანდებიან, ხმებს წაართმევენ „ნაცებსაც“ და „ქოცებსაც“

„ქართული ოცნება“ დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია ელექტორალურად, ვიდრე, მაგალითად, ერთი წლის წინ იყო - „თუ „ლელო“ და გახარია გაერთიანდებიან, ხმებს წაართმევენ „ნაცებსაც“ და „ქოცებსაც“ და შეიძლება პირველი ადგილისთვისაც იბრძოლონ,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ძაბირაძის აზრით, თუ „ლელო“ სწორ ნაბიჯებს გადადგამს და გამსხვილებისკენ წავა, შეიძლება გახარია ბორტს მიღმა დატოვოს“. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან დარტყმა ძირითადად ორ პარტიაზე - გახარიასა და „ლელოზე“ მიდის, რადგან „მათ რეალური შანსი აქვთ, რომ ჭკვიანური და ნორმალური საქმიანობის შემდეგ 5%-იანი ბარიერი გადალახონ“.

„ძლიერი ოპოზიცია არცერთ ხელისუფლებას არ უნდა. ამაში „ქართული ოცნება“ ალალია. არსად უნდათ ძლიერი ოპოზიცია, მაგრამ ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ არჩევნები ჩატარდება სუფთად, გაყალბებების გარეშე, „შავი ფულის“ და მოსყიდვების გარეშე, სუს-ის, აგენტურის გარეშე, არც არაფერი პრობლემა არაა და არც „ქართული ოცნება“ მოიქცევა ასე. მაგრამ „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც სააკაშვილს და შევარდნაძეს, ეს საყრდენები აქვს. ამიტომ ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, მის განკარგულებაში ჰყავდეს ძალოვანი სტრუქტურები. ესაა პრობლემა. „ქართულ ოცნებას“ რატომ უნდა უნდოდეს, რომ ძლიერი ოპოზიცია ჰყავდეს, ეს არალოგიკურია“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა დღევანდელ ოპოზიციას მყარი საფუძველი იმაზე ფიქრისთვის, რომ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გაუშვებს, ძაბირაძე ამბობს, რომ არა.

„პროცესი თითქოს დაიძრა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე რეალურად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ სუბიექტებს, პარტიებს კი არ ვგულისხმობ, მსხვილ საარჩევნო სუბიექტებს ვგულისხმობ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - 5%-იანი ბარიერის ქვემოთ დარჩენილი ხმები ძირითადად სახელისუფლებო ყულაბაში მიდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას ოპოზიციიდან, გარანტირებული იყოს 5%-იანი ბარიერის დაძლევა. ასეთ შემთხვევაში რეალურია, რომ მივიღოთ კოალიციური მთავრობა“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, დღეს მნიშვნელოვანია არა იმდენად „ქართული ოცნების“ დამარცხება, რამდენადაც ის, თუ ვის აქვს გარანტირებული 5%-იანი ბარიერის დაძლევა. ძაბირაძის აზრით, ეს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია და „არც გახარიას და არც „ლელოს“ 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული არ აქვს“.

„თუ გამჭვირვალე არ იქნება მოსახლეობის მხრიდან იმის აღიარება, რომ დიახ, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, საპროტესტო აქციები კი დაიწყება, მაგრამ მარტო პარტიული აქტივი იმუშავებს და ეს საკმარისი არაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ აღიაროს. ოპოზიციურ ფლანგზე უნდა შეიქმნას ისეთი ჯგუფები, როდესაც საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ, მაგალითად, „ლელო“ და გახარია 5%-იან ბარიერს გადალახავენ და პრობლემა არ აქვთ. ჯერჯერობით, ეს არ ჩანს“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მას „5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს“, ნიკა გვარამიაზე კი ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ის მელიასთან იქნება, ელექტორალური თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს შესძენს.

„მას [ნიკა მელიას] საკმაოდ დიდი გავლენა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველზე, საკმაო რაოდენობის ამომრჩეველს წაიყვანს, რაც საშუალებას მისცემს 5%-იანი ბარიერი გადალახოს. თუ „ქართულ ოცნებასთან“ ჭიდაობა უნდა, ჯერ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ეჭიდაოს და ისედაც ეჭიდავება. ნიკა მელიას ამომრჩეველი ე.წ. შუაშისტური ამომრჩევლიდან მიზერულია, ამომრჩეველი „ნაცმოძრაობიდან“ მოჰყავს და მისი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი წამოიყვანოს. ისე ვერ წამოიყვანს, რომ „ნაცმოძრაობას“ 5%-იანი ბარიერის დაძლევა გაუჭირდეს, მაგრამ საუბარია იმაზე, ვინ მეტ პროცენტს აიღებს. ამიტომ, თუ „ქართულ ოცნებასთან“ ჭიდაობა უნდა და არა 5%-იან ბარიერთან, მაშინ მარტო მისი ძალა საკმარისი არაა. ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესი რისი საშუალება და პოტენციალიც აქვს მელიას ისაა, რომ მოახერხოს გაერთიანება ხოშტარიასთან და გირჩი-ჯაფარიძესთან. ეს სამეული საკმაოდ ძლიერი იქნება „ნაციონალური" ამომრჩევლის საორიენტაციოდ. რაც შეეხება გვარამიას, ყველა პოლიტიკური ძალა ერთი საფრთხის წინაშე - საუბარია იმაზე, ვინ გადაქაჩავს შუაშისტურ ამომრჩეველს. „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს, მთელი ოპოზიცია, მათ შორის პრეზიდენტი, „ნაციონალად“ გამოაცხადოს. თუ გვარამია მელიასთან იქნება, ბევრს ვერაფერს შესძენს ელექტორალური თვალსაზრისით, მაგრამ საკმაო ძალას მისცემს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, რომ თქვას, რომ ესეც „ნაციონალური მოძრაობაა“. გვარამია რამდენადაც არ უნდა ცდილობდეს, მას წარსული მოსდევს - „ნაციონალების“ დროს ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მაშინ საკმაოდ დიდი უარყოფითი მუხტი დააგროვა. გვარამია მელიასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობიდან“ ძალიან ბევრ ხმას ვერ წამოიღებს, მაგრამ პირწმინდად კარგავს შუაშისტურ ხმებს. ცალკე აღებულ გვარამიას კი, ჩემი აზრით, არ აქვს პოტენციალი, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, ისევე როგორც ნინო ლომჯარიას. გვიანია უკვე, ძალიან გვიანია დღეს ახალი პოლიტიკური ძალა შექმნა და ისეთი რაკურსით შეხვიდე ოპოზიციურ სპექტრში, რომ 5%-იანი ბარიერი დაძლიო“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალები საკითხი „მორალური გადაწყვეტილებაა“. ძაბირაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი დიდი ალბათობით, ამ ნაბიჯს არ გადადგამს და „თუ ამ ნაბიჯს გადადგმას, მისი რეიტინგი და საზოგადოებაზე გავლენა მომენტალურად განულდება“.

„არ მგონია ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას და მისი მხრიდან არც იქნება სწორი. ეს არაა მხოლოდ მორალური სფერო, ამაში დიდი პოლიტიკური ნაწილია“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ვახტანგ ძაბირაძე - „ქართული ოცნება“ დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია ელექტორალურად, ვიდრე, 1 წლის წინ იყო - „თუ „ლელო“ და გახარია გაერთიანდებიან, ხმებს წაართმევენ „ნაცებსაც“ და „ქოცებსაც“

„ქართული ოცნება“ დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია ელექტორალურად, ვიდრე, მაგალითად, ერთი წლის წინ იყო - „თუ „ლელო“ და გახარია გაერთიანდებიან, ხმებს წაართმევენ „ნაცებსაც“ და „ქოცებსაც“ და შეიძლება პირველი ადგილისთვისაც იბრძოლონ,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ძაბირაძის აზრით, თუ „ლელო“ სწორ ნაბიჯებს გადადგამს და გამსხვილებისკენ წავა, შეიძლება გახარია ბორტს მიღმა დატოვოს“. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან დარტყმა ძირითადად ორ პარტიაზე - გახარიასა და „ლელოზე“ მიდის, რადგან „მათ რეალური შანსი აქვთ, რომ ჭკვიანური და ნორმალური საქმიანობის შემდეგ 5%-იანი ბარიერი გადალახონ“.

„ძლიერი ოპოზიცია არცერთ ხელისუფლებას არ უნდა. ამაში „ქართული ოცნება“ ალალია. არსად უნდათ ძლიერი ოპოზიცია, მაგრამ ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ არჩევნები ჩატარდება სუფთად, გაყალბებების გარეშე, „შავი ფულის“ და მოსყიდვების გარეშე, სუს-ის, აგენტურის გარეშე, არც არაფერი პრობლემა არაა და არც „ქართული ოცნება“ მოიქცევა ასე. მაგრამ „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც სააკაშვილს და შევარდნაძეს, ეს საყრდენები აქვს. ამიტომ ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, მის განკარგულებაში ჰყავდეს ძალოვანი სტრუქტურები. ესაა პრობლემა. „ქართულ ოცნებას“ რატომ უნდა უნდოდეს, რომ ძლიერი ოპოზიცია ჰყავდეს, ეს არალოგიკურია“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა დღევანდელ ოპოზიციას მყარი საფუძველი იმაზე ფიქრისთვის, რომ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გაუშვებს, ძაბირაძე ამბობს, რომ არა.

„პროცესი თითქოს დაიძრა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე რეალურად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ სუბიექტებს, პარტიებს კი არ ვგულისხმობ, მსხვილ საარჩევნო სუბიექტებს ვგულისხმობ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - 5%-იანი ბარიერის ქვემოთ დარჩენილი ხმები ძირითადად სახელისუფლებო ყულაბაში მიდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას ოპოზიციიდან, გარანტირებული იყოს 5%-იანი ბარიერის დაძლევა. ასეთ შემთხვევაში რეალურია, რომ მივიღოთ კოალიციური მთავრობა“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, დღეს მნიშვნელოვანია არა იმდენად „ქართული ოცნების“ დამარცხება, რამდენადაც ის, თუ ვის აქვს გარანტირებული 5%-იანი ბარიერის დაძლევა. ძაბირაძის აზრით, ეს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია და „არც გახარიას და არც „ლელოს“ 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული არ აქვს“.

„თუ გამჭვირვალე არ იქნება მოსახლეობის მხრიდან იმის აღიარება, რომ დიახ, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, საპროტესტო აქციები კი დაიწყება, მაგრამ მარტო პარტიული აქტივი იმუშავებს და ეს საკმარისი არაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ აღიაროს. ოპოზიციურ ფლანგზე უნდა შეიქმნას ისეთი ჯგუფები, როდესაც საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ, მაგალითად, „ლელო“ და გახარია 5%-იან ბარიერს გადალახავენ და პრობლემა არ აქვთ. ჯერჯერობით, ეს არ ჩანს“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მას „5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს“, ნიკა გვარამიაზე კი ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ის მელიასთან იქნება, ელექტორალური თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს შესძენს.

„მას [ნიკა მელიას] საკმაოდ დიდი გავლენა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველზე, საკმაო რაოდენობის ამომრჩეველს წაიყვანს, რაც საშუალებას მისცემს 5%-იანი ბარიერი გადალახოს. თუ „ქართულ ოცნებასთან“ ჭიდაობა უნდა, ჯერ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ეჭიდაოს და ისედაც ეჭიდავება. ნიკა მელიას ამომრჩეველი ე.წ. შუაშისტური ამომრჩევლიდან მიზერულია, ამომრჩეველი „ნაცმოძრაობიდან“ მოჰყავს და მისი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი წამოიყვანოს. ისე ვერ წამოიყვანს, რომ „ნაცმოძრაობას“ 5%-იანი ბარიერის დაძლევა გაუჭირდეს, მაგრამ საუბარია იმაზე, ვინ მეტ პროცენტს აიღებს. ამიტომ, თუ „ქართულ ოცნებასთან“ ჭიდაობა უნდა და არა 5%-იან ბარიერთან, მაშინ მარტო მისი ძალა საკმარისი არაა. ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესი რისი საშუალება და პოტენციალიც აქვს მელიას ისაა, რომ მოახერხოს გაერთიანება ხოშტარიასთან და გირჩი-ჯაფარიძესთან. ეს სამეული საკმაოდ ძლიერი იქნება „ნაციონალური" ამომრჩევლის საორიენტაციოდ. რაც შეეხება გვარამიას, ყველა პოლიტიკური ძალა ერთი საფრთხის წინაშე - საუბარია იმაზე, ვინ გადაქაჩავს შუაშისტურ ამომრჩეველს. „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს, მთელი ოპოზიცია, მათ შორის პრეზიდენტი, „ნაციონალად“ გამოაცხადოს. თუ გვარამია მელიასთან იქნება, ბევრს ვერაფერს შესძენს ელექტორალური თვალსაზრისით, მაგრამ საკმაო ძალას მისცემს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, რომ თქვას, რომ ესეც „ნაციონალური მოძრაობაა“. გვარამია რამდენადაც არ უნდა ცდილობდეს, მას წარსული მოსდევს - „ნაციონალების“ დროს ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მაშინ საკმაოდ დიდი უარყოფითი მუხტი დააგროვა. გვარამია მელიასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობიდან“ ძალიან ბევრ ხმას ვერ წამოიღებს, მაგრამ პირწმინდად კარგავს შუაშისტურ ხმებს. ცალკე აღებულ გვარამიას კი, ჩემი აზრით, არ აქვს პოტენციალი, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, ისევე როგორც ნინო ლომჯარიას. გვიანია უკვე, ძალიან გვიანია დღეს ახალი პოლიტიკური ძალა შექმნა და ისეთი რაკურსით შეხვიდე ოპოზიციურ სპექტრში, რომ 5%-იანი ბარიერი დაძლიო“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალები საკითხი „მორალური გადაწყვეტილებაა“. ძაბირაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი დიდი ალბათობით, ამ ნაბიჯს არ გადადგამს და „თუ ამ ნაბიჯს გადადგმას, მისი რეიტინგი და საზოგადოებაზე გავლენა მომენტალურად განულდება“.

„არ მგონია ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას და მისი მხრიდან არც იქნება სწორი. ეს არაა მხოლოდ მორალური სფერო, ამაში დიდი პოლიტიკური ნაწილია“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის