საცხოვრებელი ფართები ამჯერად თბილისის ექვს რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ოჯახებს გადასცა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები ამჯერად, ნაძალადევის, გლდანის, დიდუბის, ჩუღურეთის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 40 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

„დღეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები 40 ოჯახს გადავეცით. მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ამ ადამიანებს, მათ შვილებს, შვილიშვილებს. ვუერთდები მათ სიხარულს. ფართებით 3 000-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს. საკმაოდ წარმატებული პროგრამაა და პროცესს განვაგრძობთ. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას, აუცილებლად მიმართონ მათივე რაიონულ გამგეობას და ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან, აუხსნიან, თუ რა საბუთებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ. ამ პროგრამით კიდევ ბევრ ადამიანს გავახარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, აღნიშნული რაიონების გამგებლები, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე