სანოტარო მომსახურება აჭარაში, სოფელ გეგუთსა და ახალქალაქში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები დაინიშნენ ბათუმში, დაბა ჩაქვში, სოფელ გეგუთსა და ახალქალაქში.

"აღსანიშნავია, რომ სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალი მუდმივად მზარდია. ზოგიერთ ქალაქში სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა ახალდანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრაზე სანოტარო სერვისების თაობაზე ისაუბრა, ნოტარიუსებს ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და პროფესიული წარმატებები უსურვა.

შეხვედრას ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორი, ადამიანური რესურსების მართვის და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა